Friday, July 15, 2011

კომპიუტერი-ჩვენი ცხოვრების აუცილებელი და სასარგებლო ელემენტი თუ მავნე ტექნიკა?



  1. პროექტის სახელწოდება: კომპიუტერი–ჩვენი ცხოვრების აუცილებელი და სასარგებლო ელემენტი თუ მავნე ტექნიკა?
  2. პროექტის შესაძლო აქტივობები:  ვიზიტი ექიმთან,ბუკლეტებზე მუშაობა-გავრცელება,პრეზენტაციის მომზადება,ძიება ინტერნეტში.
  3. პროექტის აქტუალობა და მიზნები: ბავშვებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის და კომპიუტერულად დამუშავების უნარ-ჩვევები,ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,საზოგადოებისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდების გამოცდილებას მიიღებენ.
  4. პროექტის აღწერა: რადგან კომპიუტერით სარგებლობა ყველა ასაკის ადამიანისთვის აუცილებელი ფაქტორი გახდა,ამასთან დაკავშირებით საჭიროა საზოგადოების ინფორმირება მისი სწორად მოხმარების შესახებ.ამ კვლევისთვის მოსწავლეები დაიყოფიან 4 ჯგუფად:                                                                                                                                                                                                                         პირველი  ჯგუფი მოიძიებს ინტერნეტის საშუალებით  ინფორმაციას კომპიუტერის ადამიანზე ზემოქმედების შესახებ.გააანალიზებს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ტექნიკასთან ურთიერთობისას,რომ ჩვენი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დადგეს.ასევე გაამახვილებენ ყურადღებას ტექნიკის სარგებლიანობასა და აუცილებლობაზე.                                                                                                                         მეორე ჯგუფს დაევალება ექიმთან ვიზიტი, რათა განსაზღვროს ჯანმრთელობის დაცვის მიზნით კომპიუტერით სარგებლობის დრო.ასევე უნდა გააკეთოს ჩანაწერები თუ კონკრეტულად რომელ ორგანოებზე მოქმედებს უარყოფითად იგი, რომ ვნებს მხედველობასა და კისრის არეს.                                                                             მესამე ჯგუფი ,მეორე ჯგუფის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ამზადებს საინფორმაციო და პრეზენტაციაზე მოსაწვევ ბუკლეტებს საზოგადოებაში გასავრცელებლად.                                                                                                                             მეოთხე ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას არსებულ თემაზე და აკეთებს ორგანიზებას პროექტორით მის ჩვენებაზე.
  5. მონაწილეთა ასაკი:  VII კლასის ბავშვები.
  6. ვადები/ხანგრძლივობა:   ერთი თვე.
  7. მოსალოდნელი შედეგები:  გაერკვევიან ბავშვები თანამედროვე ტექნიკის მიღწევებში უკეთ და დაადგენენ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და საზიანო ფაქტორებს,ისწავლიან ისტ-ის გამოყენების სფეროებს და გააცნობიერებენ მის უპირატესობებს.
  8. სასარგებლო სხვებისთვის:  საზოგადოება ინფორმირდება ტექნიკის სიახლეების სწორად გამოყენების შესახებ.
  9. საგნებთან კავშირი:    ბიოლოგია,ისტ.
  10. პროექტის ფასილიტატორი:  ისტ-ის მასწავლებელი ლია ჯალიაშვილი.
  11. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:   liajaliashvili0@gmail.com

No comments:

Post a Comment